3 წლის და 5 თვის წინ
"ბარსელონა" აშშ-ში 4 ევროპულ გრანდს შეხვდება
ავტორი
Aa
ამერიკულ წინასასეზონო ტურნეზე "ბარსელონა" 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, - იუწყება Mundo Deportivo.
ადრევე ვიცოდით, რომ ოკეანისგაღმა ზაფხულში 1 "ელ კლასიკო" აუცილებლად შედგებოდა. 29 ივლისს დალასი მადრიდის "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირებას უმასპინძლებს.
რაც შეეხება დანარჩენ 3 შეხვედრას, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იქაც ევროპული ფეხბურთის გრანდებს შეერკინებიან.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსას" მეტოქეები "იუვენტუსი", "არსენალი" და "მილანი" იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "იუვენტუსს" "ბლაუგრანა" 2022 წლის პრესეზონის ფარგლებშიც შეხვდა. "ელ კლასიკო" კატალონიელებმა რაფინიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს, "ბებერი ქალბატონისა" და "ბარსას" ჯახი კი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა (უსმან დემბელეს დუბლი).
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი