2 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია: ვინ იქნება ბუსკეტსის იდეალური შემცვლელი
ცნობილია: ვინ იქნება ბუსკეტსის იდეალური შემცვლელი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ ტოვებს. ესპანელ ნახევარმცველს "ბლაუგრანას" საყრდენის როლი 15 წლის განმავლობაში ჰქონდა დაკისრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მემკვიდრის მოძებნა აუცილებელია.

ესპანური SPORT წერს, რომ კომპანია Olocip-მა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა "ბლაუგრანასთვის" ბუსკეტსის იდეალური შემცვლელი ეპოვნა.

გამოკვლევის შედეგად, სერხიოსთან ყველაზე მიახლოებული პროფილი "რეალ სოსიედადის" ვარსკვლავს, მარტინ ზუბიმენდის აღმოაჩნდა. მსგავსება 86%-იანია.

დასახელდნენ სხვა გვარებიც:

დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

იბრაჰიმ სანგარე (პსვ)

ედსონ ალვარესი (აიაქსი)

ორკან კოკჩუ (ფეინოორდი)

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსი "კამპ ნოუდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. მისით ამერიკული და საუდის არაბული კლუბები არიან დაინტერესებულნი.


Facebook კომენტარები