3 წლის და 1 თვის წინ
"ასტონ ვილა" კოუტინიოს გაყიდვას უპირებს - ამით "ბარსაც" იხეირებს
ავტორი
Aa
"ასტონ ვილა" ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, კოუ ბირმინგემული კლუბის ახალი თავკაცის, უნაი ემერის გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი "ვილა პარკიდან" აბარგება თითქმის გადაწყვეტილია.
"ლომებს" 29 წლის ბრაზილიელის 20 მილიონ ევროზე მეტ თანხად გაყიდვა საკმაოდ უნდა გაუჭირდეთ.
ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონასთვისაც", რადგან ფილის მომდევნო ტრანსფერიდან კლუბი თანხის ზუსტად ნახევარს მიიღებს.
მაშასადამე, "ასტონ ვილასთან" დადებული შეთანხმების მიხედვით, თუ კოუტინიო 20 მილიონ ევროდ გაიყიდა, 10 მილიონი "ბლაუგრანას" ბიუჯეტში წავა.
გეტყვით, რომ ფილიპე "ბარსამ" ბირმინგემში ზუსტად 20 მილიონ ევროდ გაყიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი