როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ლეგენდა დანი ალვეში სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული და იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბარსელონაში მდებარე ციხეში ელოდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ირწმუნება, რომ მასსა და დაზარალებულს შორის სექსუალური კავშირი ნებაყოფლობით შედგა.
ალვეშის პოზიციას უარყოფს თავად დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ დანიმ იგი ფიზიკურად და სიტყვიერად შეავიწროვა.
"სააბაზანოში მას ჩემი ნებით გავყევი.
მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე მაკოცა, ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ მან უარი მითხრა. მან ჩემთვის ბინძური რაღაცების თქმა დაიწყო. მეუბნებოდა, რომ მისი ბ**ი ვიყავი, შემდეგ კი დამარტყა. ჩემი ხელჩანთა იატაკზე მოისროლა და მცემა.
არ მინდა საჯაროდ ვაღიარო, რა მოხდა. არავინ დამიჯერებს, რადგან ისინი იფიქრებენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი თანხმობის შედეგია," - ვკითხულობთ El Programa de Ana Rosa-ს საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული შემთხვევა 2022 წლის 30 დეკემბერს, ბარსელონაში მდებარე ღამის კლუბში მოხდა.