3 წლის და 5 თვის წინ
ჩავის 2 პრიორიტეტული სამიზნე ჰყავს
ავტორი
Aa
ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ორი ტრანსფერის განხორციელებას სთხოვს, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის თანახმად, 43 წლის სპეციალისტისთვის პრიორიტეტული სამიზნეები ლიონელ მესი (პსჟ) და მარტინ ზუბიმენდი (რეალ სოსიედადი) არიან.
"მაესტრომ" კლუბს სთხოვა, რომ ამ ფეხბურთელების მოყვანაში მთელი ძალისხმევა ჩადონ.
ცნობისთვის, მესის "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. იგი თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა "ლა პულგას" დაბრუნება "ბარსას" ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემების მოგვარებაზეა გადაჯაჭვული.
რაც შეეხება ზუბიმენდის, ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
მოარული ხმების მიხედვით, ჩავი მარტინს სერხიო ბუსკეტსის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი