2 წლის და 9 თვის წინ
ჩავის ნევეში არ უნდა, მაგრამ... - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" გააძლიერა ინტერესი "ვულვერჰემპტონისა" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის მიმართ, იტყობინება ESPN.
ჟოან ლაპორტას ძალიან მოსწონს "ვულვზის" ფეხბურთელი და კარგი ურთიერთობა აქვს მის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან. თუმცა კატალონიურ კლუბში პორტუგალიელის შესახებ დიდი დებატები მიმდინარეობს.
კერძოდ, "ბარსას" თავკაცი, ჩავი ერნანდესი არ არის დარწმუნებული ნევეშის ტრანსფერში. ესპანელი სპეციალისტის ფავორიტი მარტინ ზუბიმენდეა, თუმცა მისი ყიდვა კლუბს 70 მილიონი ევრო დაუჯდება.
"ბლაუგრანას" კიდევ ერთი ვარიანტი სოფიან ამრაბატია, რომელსაც ნევეშის მსგავსად, კონტრაქტის ხანგრძლივობა მომავალ ზაფხულს ეწურება. კატალონიელები ახლა კვლავ განიხილავენ მაროკოელი ფეხბურთელის დამატებას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი