2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" ტორესის გაყიდვაზე მუშაობს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" ფერან ტორესის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ესპანელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღება უნდა.
როგორც მოგეხსენებათ, მატეუ ალემანი, რომელიც "ბარსას" ჯერ კიდევ მოქმედი სპორტული დირექტორია, კარიერას სწორედ "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ბუნებრივია, შეთანხმების მიღწევაში მისი წვლილი უდიდესი იქნება.
SPORT-ის მიხედვით, მოლაპარაკებები პროგრესირებს.
თავად 23 წლის შემტევს "კამპ ნოუდან" წასვლა არ სურს, მაგრამ კლუბმა რომელიმე თავდამსხმელი აუცილებლად უნდა გაყიდოს, საამისოდ კი ფერანი ერთ-ერთი რეალური ვარიანტია.
მიმდინარე სეზონში ტორესმა 7 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი