რუბენ ნევეში "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებას 3 თვის წინ მიაღწია, - იუწყება ჟურნალისტი ფერან კორეასი.
პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი სპორტული კუთხით ეჭვებს ბადებს, თუმცა კლუბისთვის იგი ეკონომიკური სარგებლის მომტანია.
"ვულვზს" სურს, რომ ნევეში "ბლაუგრანაში" გაუშვას, ამას 30 მილიონი ევრო დაუმატოს და "მოლინიუზე" 20 წლის თავდამსხმელი ანსუ ფატი წაიყვანოს. ასე რომ, რუბენი კატალონიელთათვის უფასო შენაძენი იქნება, რომელსაც ზემოდან 30 მილიონი ევროც მოჰყვება.
ამ გარიგებაზე შეთანხმება მიღწეული არ გახლავთ, რადგან ფატის "კამპ ნოუს" დატოვება არ უნდა. ამიტომ, ორივე ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ტაქტიკის შეცვლას აპირებს. გაცვლაში შეიძლება აბდე ეზალზული, ნიკო გონსალესი ან სერჟინიო დესტი ჩართონ.
რაც შეეხებათ სხვა ნახევარმცველებს, ჩავი ერნანდესის ფავორიტი მარტინ ზუბიმენდია, მაგრამ ის "ბარსასთვის" ძალიან ძვირია. ზედმეტად დიდ თანხად ფასდება ის 40 მილიონი ევროც, რომლითაც სოფიან ამრაბატს აფასებენ.
ცნობისთვის, 26 წლის ნევეშმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.