საიმედო დამთხვევა - ფაქტი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

საიმედო დამთხვევა - ფაქტი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" სეზონის პირველი "ელ კლასიკო" წააგო, ანგარიშით 1:3.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მადრიდის "რეალთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება დათმეს, რამაც ქომაგები ძალიან გაანაწყენა.

საინტერესოა, რომ ბოლო 12 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა "სამეფო კლუბმა" სეზონის პირველი "კლასიკო" მოიგო. ბოლოს ეს 2014 წლის ოქტომბერში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა.

ცნობისთვის, ის მატჩიც ანალოგიური ანგარიშით: 3:1 დასრულდა და "რეალმა" პენალტი იქაც გაიტანა, თუმცა მაშინ თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა.

რონალდ კუმანის მსგავსად, "ბარსას" იმდროინდელი თავკაცი, ლუის ენრიკეც თავის სადებიუტო "კლასიკოს" ატარებდა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

საბოლოო ჯამში, 2014/15 წლების სეზონი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ტრიპლეტით დაასრულეს, ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ისტორია გამეორდება.


1 თვის წინ
3469 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 62
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ