იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ნიცას" ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო პრემიერლიგური გრანდების ინტერესთა სფეროში იმყოფება.
23 წლის უკანახაზელი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "ნიუკასლ იუნაიტედის" სამიზნეა.
"ბარსელონასთვის" ეს იმიტომ გახლავთ საინტერესო, რომ "ნიცასთან" არსებული შეთანხმების თანახმად, ტოდიბოს სატრანსფერო ღირებულების 20% კატალონიელებმა უნდა მიიღონ.
ტოდიბოს ფრანგული კლუბი 45 მილიონ ევროდ აფასებს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ, "ბლაუგრანას" ბიუჯეტი 9 მილიონი ევროთი შეივსება.
ჟან-კლერი კატალონიურმა გრანდმა 2019 წელს, "ტულუზადან" 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ტოდიბომ რამდენიმე გუნდი იჯარის წესით მოიარა, 2021 წელს კი "ნიცაში" 8,5 მილიონ ევროდ გაყიდეს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ფრანგმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა.