მესი უკვე შურისძიებაზე ფიქრობს - რა ხდება კატალონიაში

მესი უკვე შურისძიებაზე ფიქრობს - რა ხდება კატალონიაში

კატალონიური გაზეთი Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 

მათი ცნობით, "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი უკვე ფიქრობს გუშინდელი მატჩის რევანშზე.

ცნობილი ფაქტია, რომ ლეო "ბერნაბეუზე" უკეთ იტანს, ვიდრე "კამპ ნოუზე". ჯერ-ჯერობით "რეალი" ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე ატარებს მატჩებს, მაგრამ სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მომდევნო "კლასიკოსთვის" (11 აპრილი) სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონი მზად იქნება, რაც არგენტინელს რევანშის საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს ზედიზედ ექვსი მატჩია "კლასიკოში" გოლი არ გაუტანია.


1 თვის წინ
6694 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 62
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ