"ესპანიოლთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" თავკაცს, ჩავი ერნანდესს სერხიო ბუსკეტსის მემკვიდრის შესახებ ჰკითხეს.
"ვეცდებით ისეთი ვინმეს პოვნას, ვინც ბუსის მსგავსი იქნება.
ბევრს არაფერს შევცვლით. გვაქვს მოდელი და პროფილი ფეხბურთელისა, რომელსაც ბევრი რამის კეთება უნდა შეეძლოს და ჭკვიანიც უნდა იყოს. შემცვლელს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, ამიტომ დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ.
შიდა ასპარეზზე მყოფ ფეხბურთელებს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. იმისათვის, რათა მოთამაშე უცხოეთიდან მოვიყვანოთ, იგი აკადემიის აღზრდილებზე უკეთესი უნდა იყოს, რადგან აკადემია პრიორიტეტია," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსმა "ბარსელონური" კარიერის დასრულების შესახებ ოთხშაბათს განაცხადა.
სერხიოს შესაძლო შემცვლელებად მარტინ ზუბიმენდის (რეალ სოსიედადი), გვიდო როდრიგესსა (ბეტისი) და სოფიან ამრაბატს (ფიორენტინა) განიხილავენ.