ბართომეუს 5 ყველაზე დიდი შეცდომა

ბართომეუს 5 ყველაზე დიდი შეცდომა

"ბარსა" გათავისუფლდა! ხოსეპ მარია ბართომეუმ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მან გუშინ გააკეთა.

2014/15 წლების სეზონს თუ არ ჩავთვლით, კლუბს უკვე 5 წელია, რაც წარმატებული სეზონი არ ჰქონია. გასაგებია, რომ "ბარსა" შიდა ჩემპიონატში გამარჯვებას ახერხებდა, თუმცა ევროსარბიელზე ნაჩვენები შედეგებით, "ბლაუგრანამ" საზოგადეოებისგან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი მიიღო.

დიახ, "ბარსელონამ", რომელიც ერთ დროს ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის საშიში მეტოქე იყო, სახე დაკარგა. როდესაც ქომაგებს ჩემპიონთა ლიგა ახსენდებათ, მათ აზრად არა ტრიუმფი, არამედ რომის და ენფილდის საღამო და რაც მთავარია, "ბაიერნთან" 8-2 მოსდით.

ბართომეუს შეცდომებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთგზის "მიქარა". მოდით, ვრცელი სიიდან მხოლოდ 5 მათგანი გამოვყოთ და ვისაუბროთ იმ გამორჩეულ შეცდომებზე, რომლებიც ხოსეპმა მისი მოღვაწეობისას დაუშვა.

1. ერნესტო ვალვერდეს მწრთვნელად დანიშვნა.

არავინ დავობს იმ საკითხზე, რომ ესპანელი თავის საქმის მცოდნეა. ეს მან "ბილბაოშიც" დაამტკიცა. (ერნესტომ "ბარსასაც" კი მოუგო). თუმცა მთავარი პრობლემა არა ვალვერდეს არაპროფესიონალიზმი, არამედ ის არის, თუ რამდენად შეესაბამებოდა ესპანელი მწრთვნელი "ბლაუგრანას" დონეს. პასუხი ერთია - არა. გარდა იმისა, რომ ის არ იყო "ბარსას" დონის სპეციალისტი, გასაკვირი იყო, რომ კრუიფის, რაიკაარდის, გვარდიოლასა და ენრიკეს შემდეგ, მწრთვნელად ერნესტო ვალვერდე დაინიშნა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ სტილს თამაშობდა. 

2. კიკე სეტიენის მწრთვნელად დანიშნვა.

ვალვერდეს ზეობის ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობა ალბათ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ის მწრთვნელად დანიშნა. წავიდა საუბარი იმაზე, თუ ვის უნდა ჩაენაცვლებინა ერნესტო. მაშინ, როცა "ბარსას" ქომაგები ჩავის ან სხვა მაღალი დონის სპეციალისტის მოლოდინში იყვნენ, ბართომეუმ "ბლაუგრანას" მწრთვნელად "ბეტისის" მიერ დაწუნებული კიკე სეტიენი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ კლუბი სავალალო შედეგებამდე მიიყვანა - დაკარგული ჩემპიონობა და სირცხვილი ევრიტურნირზე.

3. დანი ალვეშის გაშვება

"ბარსას" ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველის გაშვება სწორედ, რომ ხელმძღვანელობის ნამუსზეა. მან კლუბი ისე ვერ დატოვა, როგორც თავად ეკადრებოდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს შეეწირა.

4. არასწროად დახარჯული ფინანსები

ბოლო პერიოდში "ბარსამ" არაერთი საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა, თუმცა შედეგი არცერთ მათგანს მოჰყოლია. აშკარაა, რომ ხელმძღვანელობა ვერ ერკვეოდა, თუ ვინ სჭირდებოდა რეალურად გუნდს. მიუხედავად დახარჯული მილიონებისა, ვერც ჩავის, ვერც ინიესტასი და ვერც ნეიმარის ჩანაცვლება ვერ მოხერხდა.

5. ტროლები და შავი პიარი

და ბოლოს, არ შეიძლება ბართომეუს უპატიებელ შეცდომებზე ვსაუბრობდეთ და ეს უკანასკნელი არ ვახსენოთ. ყოფილმა პრეზიდენტმა დაიქირავა კომპანია, რათა კლუბის ლეგენდებისთვის იმიჯი შეელახა და საპირისპიროდ, საკუთარი თავისთვის ხოტბა შეესხა.

ასე რომ, ზემოთ ჩამოთვლილნი მცირედია მისი შეცდომების ვრცელი სიიდან. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი პრეზიდენტი ამ 6 წლიან ჩამორჩენას აღმოფხვრის და კატალონიის "ბარსელონას" ძველ დიდებას დაუბრუნებს.





4 კვირის წინ
425 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 41
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ