3 წლის და 10 თვის წინ
პირველად, ჩავის ეპოქაში - "ბარსაში" კარგი ამბებია
ავტორი
Aa
ტრავმიანობა ბოლო პერიოდის "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ.
შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელიც კატალონიელებმა უმეტესწილად სწორედ იმიტომ ვერ გადალახეს, რომ გადამწყვეტ მომენტში რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი დაემტვრათ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სასიხარულოა მოცემულობა, რომელიც "ბლაუგრანას" მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეექმნა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პირველად, ჩავი ერნანდესის სამწვრთნელო ეპოქაში, "ბარსას" ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ახლა მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი აკლიათ. ისიც არა ტრავმის, არამედ დისკვალიფიკაციის გამო.
ცნობისთვის, პოლონელი "ოსასუნასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო ლა ლიგის შემდეგ 3 ტურს გამოტოვებს
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი