2 წლის და 11 თვის წინ
"ბარსას" სეზონში 1 ლა ლიგა არ ყოფნის - კატალონიელთა გეგმა
"ბარსას" სეზონში 1 ლა ლიგა არ ყოფნის - კატალონიელთა გეგმა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ ლა ლიგის 2022/2023 წლების ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. საჩემპიონო მატჩში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თანაქალაქელ "ესპანიოლს" ანგარიშით 4:2 მოუგეს.

"ბარსას" ისტორიაში ეს ესპანეთის 27-ე ჩემპიონობა გახლდათ, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს შედეგი იმაზე მალე შეიცვალოს, ვიდრე გვგონია.

ჟურნალისტ ხუან პოკის ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ოფიციალური განცხადების გაგზავნას აპირებენ.

ამ განცხადებაში "ბარსელონა" მოითხოვს, რომ კლუბი ესპანეთის 1937 წლის ჩემპიონად აღიარონ. 

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, "ბლაუგრანა" ესპანეთის არა 27, არამედ 28-გზის ჩემპიონი იქნება.

სხვათა შორის, 1937 წელი, რომლის დროსაც ესპანეთის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, "ლევანტეს" პრეტენზიის საფუძველიც გახლდათ. "ბაყაყებმა" ამ წელს მოგებული კოპა დელ რეის ჩათვლა მოინდომეს და მათ ეს თხოვნა დაუკმაყოფილდათ.

"ლევანტეს" წარმატება ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ "ბარსას" ლა ლიგის ტიტულთა რიცხვის ერთ სეზონში ორი ერთეულით გაზრდის კარგი შანსი აქვს 



Facebook კომენტარები