1 წლის და 11 თვის წინ
"დემბელე უნდა გაიყიდოს" - "ბარსას" უსმანის შემცვლელი ურჩიეს
"დემბელე უნდა გაიყიდოს" - "ბარსას" უსმანის შემცვლელი ურჩიეს

ესპანური SPORT-ის გამოცდილმა ჟურნალისტმა ჟოან ბატლემ "ბარსელონას" რჩევით მიმართა.

კერძოდ, ბატლე მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანამ" გუნდის ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს გაყიდვაზე აუცილებლად უნდა იფიქროს.

"ბარსელონამ" დემბელეს გაყიდვა რაც შეიძლება მალე უნდა სცადოს. თუნდაც 25 მილიონ ევროდ. შემდეგ კი სატრანსფერო ბაზარზე არსებული შესაძლებლობები უნდა განიხილოს.

მაგალითად, უსმანის შემცვლელად მარკუს ტურამის უფასოდ დამატება შეიძლება," - წერს გამოცდილი ჟურნალისტი.

გეტყვით, რომ დემბელეს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. თუ კლუბთან იგი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, არაა გამორიცხული, მომდევნო სეზონის დასრულებისთანავე გაყიდონ, თუმცა 25 მილიონი ევრო მაინც საკმაოდ დაბალი ფასია. თანაც, ესპანურ პრესაში გაჟღერდა, რომ ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფერნი" რომელიღაც ფეხბურთელის 50-55 მილიონ ევროდ გასხვისებას გეგმავდნენ. არაა გამორიცხული, ეს სწორედ ფრანგი იყოს.

რაც შეეხება ტურამს, "ბორუსია მიუნხენგლადბახის" 25 წლის შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 13 გოლი და 6 ასისტია.


Facebook კომენტარები