2 წლის და 9 თვის წინ
გაირკვა - რა თანხის გადახდას აპირებს "ბარსა" როკეს სანაცვლოდ
ავტორი
Aa
"ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსესთვის" ვიტორ როკეს სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, - იუწყება UOL Esporte-ს ჟურნალისტი ტიაგო ფერნანდეში.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" 18 წლის თავდამსხმელით კვლავ აქტიურად ინტერესდება, მიუხედავად კლუბის ფინანსური სირთულეებისა თუ ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებისა.
ამ 45 მილიონიდან 35 მილიონ ევროს "ატლეტიკო" ყველა შემთხვევაში მიიღებს, დანარჩენი 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით იქნება გაწერილი.
ბრაზილიელი სუპერტალანტი ასევე იმყოფება "არსენალისა" და "პსჟ-ს" რადარებზე.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში ვიტორმა თავი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი