2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ყველა დოკუმენტი მზად აქვს, რათა ინიგო მარტინესის ტრანსფერი დახუროს, - იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ინიგომ "ბლაუგრანაში" თამაშზე თანხმობა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.
31 წლის მცველს სამეციდინო შემოწმება უკვე გავლილი აქვს. ოფიციალურ კონტრაქტს ხელი სეზონის დასრულების შემდეგ მოეწერება.
მარტინესი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. იგი "კამპ ნოუზე" 2025 წლის ივლისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში ინიგომ 1 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი