2 წლის და 11 თვის წინ
ნამდვილი მეგობარი - პედრის შესანიშნავი ჟესტი
ნამდვილი მეგობარი - პედრის შესანიშნავი ჟესტი

"ბარსელონას" საჩემპიონო მსვლელობისას კამერებმა მეტად საინტერესო მომენტი დააფიქსირეს.

მაშინ, როდესაც ავტობუსთან შეკრებილი გულშემატკივრები პედრი გონსალესის სახელს სკანდირებდნენ, "ბლაუგრანას" რვიანმა შესანიშნავი ჟესტი შემოგვთავაზა.

პედრიმ ქომაგებს გვერდზე მდგარი ანსუსკენ მიუთითა.

ფანებმა სიგნალი სწორად აღიქვეს და ფატის გვარის სკანდირება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის თავდამსხმელს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და მისი "კამპ ნოუდან" აბარგების შანსი მზარდია.


Facebook კომენტარები