როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონობა ქალაქში მოწყობილი საზეიმო აღლუმით აღნიშნა. აღლუმში ჩართულები იყვნენ როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდის ფეხბურთელები, რადგან ორივე მათგანმა მოახერხა პრიმერას მოგება.
საერთო ჯამში, ღონისძიებას "ბლაუგრანას" 76 ათასმდე გულშემატკივარი დაესწრო.
Esport3-ის ინფორმაციით, "ბარსაში" უნდოდათ, რომ შემადგენლობასთან ერთად ჟერარ პიკეც ყოფილიყო.
წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესმა და სერხიო ბუსკეტსკმა პიკე ცერემონიაზე მიიპატიჟეს, თუმცა ესპანელმა მათი მოწვევა უარით გაისტუმრა.
როგორც ჩანს, ხმები იმის თაობაზე, რომ ჟერარი "ბლაუგრანადან" ნაწყენი წავიდა, სიმართლეს შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მცველმა საფეხბურთო კარიერა გასული წლის ნოემბერში დაასრულა. მან ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.