2 წლის და 11 თვის წინ
ნეიმარი დაბრუნებაზე ოცნებობს - ბრაზილიელის მცდელობის ამბავი
ნეიმარი დაბრუნებაზე ოცნებობს - ბრაზილიელის მცდელობის ამბავი

ნეიმარ ჟუნიორი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ იცის, რომ კლუბი მის შეძენას არ განიხილავს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.

Relevo-ს ჟურნალისტის თქმით, ბრაზილიელ მეგავარსკვლავს ქალაქი იმდენად ენატრება, რომ იგი კატალონიაში ჩასვლის ყველა შესაძლებლობას იყენებს ხოლმე.

31 წლის შემტევი კვირას "ბარსას" ფეხბურთელების წვეულებას დაესწრო და ლა ლიგის მოგება მათთან ერთად აღნიშნა. გუშინდელი საზეიმო მსვლელობის შემდეგ, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ისევ გაერთო.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ნეიმარი ჩავის გუნდის წევრებს შეტყობინებებს უგზავნიდა, რათა გაეგო, შესაძლებელი ხომ არ გახლდათ მისი დაბრუნება. სწორედ ამ გზით შეიტყო ბრაზილიელმა, რომ ტრანსფერი არც განიხილება.

ხუანმარტის თქმით, ნეისთვის ახლა ყველაზე რეალური ვარიანტი ლონდონის "ჩელსია".

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში "პსჟ-ს" ათიანმა 18 გოლი და 17 ასისტი მიითვალა. 

 


Facebook კომენტარები