Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის ტრანსფერზე მუშაობს.
26 წლის შუახაზელის გადაბირება იმაზე იაფი დაჯდება, ვიდრე "რეალ სოსიედადიდან" მარტინ ზუბიმენდის ყიდვა. გარდა ამისა, კიმიხის ტრანსფერისადმი ყველა დადებითადაა განწყობილი.
წყაროს თანახმად, იოზუა "კამპ ნოუს" იმ შემთხვევაში კიდევ უფრო მიუახლოვდება, თუ "რეკორდმაისტერი" "ვესტ ჰემიდან" დეკლან რაისს დაიმატებს.
MD-ს ჟურნალისტი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ კიმიხს "ბლაუგრანას" ღირსების დაცვა სურს. კატალონიური გრანდი ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და მოქმედებაზე გადადის.
სხვათა შორის, ალფრედ მარტინესის თქმით, იოზუამ ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.
28 წლის ვარსკვლავის ტრანსფერი 60 მილიონ ევრომდე დაჯდება. "ბაიერნთან" მას კიდევ 2 საკონტრაქტო წელი აკავშირებს. მიმდინარე სეზონში კიმიხმა თავი 7 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.