3 წლის და 5 თვის წინ
"ბარსელონა" ჩავის მემკვიდრეზე უკვე ფიქრობს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" "ჟირონას" მთავარი მწვრთნელის, მიჩელის პროგრესს თვალს ადევნებს, - იუწყება Sport.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" მოხიბლულნი არიან იმ სამუშაოთი, რაც ახალგაზრდა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბში გასწია.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" მიჩელს იმ კანდიდატად განიხილავს, რომელმაც შეიძლება გუნდი ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ ჩაიბაროს.
"ბარსას" ამჟამინდელი მესაჭის წასვლა ახლა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ხელმძღვანელობა შორეულ მომავალზე მაინც ფიქრობს.
47 წლის მიჩელის ხელმძღვანელობით "ჟირონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის.
რაც შეეხება ჩავის, მას "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა მის გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე დაწყებულია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი