"ბარსელონა" იოზუა კიმიხის ტრანსფერისადმი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" გერმანელი ნახევარმცველის გაფორმებას 80 მილიონ ევროდ აპირებს. კატალონიურ გრანდში სურთ, რომ ტრანსფერში თავიანთი ფეხბურთელიც ჩართონ, რათა იოზუას ფასი შემცირდეს.
მიგელი ასახელებს იმ ფეხბურთელებსაც, რომელთა შეთავაზებაც "ბარსას" "რეკორდმაისტერისთვის" შეუძლია:
ნიკო გონსალესი
სერჟინიო დესტი
ანსუ ფატი
ფერან ტორესი
სერხიო ბუსკეტსი რომ "კამპ ნოუზე" დარჩენილიყო, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შედარებით დაბალი ღირებულების მქონე შუახაზელს შეიძენდა. ასეთებად სოფიან ამრაბატი და გვიდო როდრიგესი განიხილებოდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავდაპირველი გეგმა ამგვარი გახლდათ, მაგრამ კაპიტანმა სეზონის ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, კლუბს კი მისი მაღალი დონის შემცვლელის პოვნის საჭიროება დაუდგა.
ჟურნალისტ ფერან კორეასის თქმით, 28 წლის გერმანელის "ბარსაში" გადაბარგება თავად მის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მთავარი განმაპირობებელი სწორედ კიმიხის პოზიცია შეიძლება გახდეს.