2 წლის და 11 თვის წინ
შანსი დაჩაგრულებს - რას გეგმავს ჩავი მომდევნო მატჩებში
შანსი დაჩაგრულებს - რას გეგმავს ჩავი მომდევნო მატჩებში

"ბარსელონა" უკვე ლა ლიგის ჩემპიონია, თუმდა გუნდს სეზონში კიდევ 4 მატჩი აქვს გასამართი. როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" დარჩენილ შეხვედრებს გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარებენ.

მაგალითად, ჩავი მიგელი იუწყება, რომ "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩავი ერნანდესი ორ წამყვან ფეხბურთელს არ ათამაშებს. საუბარია რონალდ არაუხოსა და პედრიზე.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭემ ახალგაზრდა ვარსკვლავების დასვენება გადაწყვიტა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მომდევნო თამაშებში ჩვეულებრივზე მეტი დრო დაეთმობათ ანსუ ფატის, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, ფერან ტორესი და პაბლო ტორე.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ჩური ურდინის" ჯახი 20 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები