მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მემფის დეპაის თაობაზე დაუკავშირდა, - იუწყება ჟურნალისტი მანუ კარერო.
"როხიბლანკო" ჟოაუ ფელიქსს 6-თვიანი იჯარით "ჩელსიში" უშვებს. გუნდს შეტევის გაძლიერება დასჭირდება, რასაც ხელმძღვანელობა სწორედ ნიდერლანდელი თავდამსხმელით აპირებს.
"ინდიელებს" სურთ, რომ დეპაი სეზონის ბოლომდე ინათხოვრონ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ კვირაში გაიმართება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მადრიდული გრანდის პირველ შეთავაზებას ელოდებიან.
თუ SPORT-ს დავუჯერებთ, "ატლეტიკოსთან" ფინანსური კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, "ბარსა" მემფისის გაშვებაზე დაფიქრდება.
თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, კლუბს ნიდერლანდელთან დამშვიდობება არ სურს.
28 წლის თავდამსხმელს აკვირდებიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლიც".
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დეპაიმ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.