2 წლის და 9 თვის წინ
"ალ ჰილალი" მესის ზღაპრულ შეთავაზებას უგზავნის
ავტორი
Aa
Mundo Deportivo იუწყება, რომ საუდის არაბულმა "ალ ჰილალმა" "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის ზღაპრული წინადადება გაუგზავნა.
ცნობილი გამოცემის ინფორმაციით, აზიური კლუბი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს სეზონში 500 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობს.
მესის დარწმუნება 400-მილიონიანი შეთავაზებით ვერ მოხერხდა, ამიტომ, როგორც ჩანს, "ალ ჰილალში" ფსონის გაზრდა გადაწყვიტეს.
ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი ლიგა ერთის ლიდერებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რაც მის ახალ გუნდში გადასვლას გარდაუვალს ხდის. "ლა პულგას" გადაბირებით დაინტერესებულნი არიან "ბარსელონა" და "ინტერ მაიამიც".
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მესი "პარი სენ-ჟერმენს" 20 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი