ჟურნალისტმა სანტი ოვალემ ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხა, თუ ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი "ბარსელონას" მიერ 2022/2023 წლების სეზონში მიღწეულ წარმატებაში.
როგორც ირკვევა, AI-მ "ბლაუგრანას" ყველაზე მნიშვნელოვან წევრად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაასახელა.
მსგავსი არჩევანი გასაკვირი არც გახლავთ. გერმანელმა გოლკიპერმა ლა ლიგის 25 მატჩში შეინახა კარი მშრალად, რამაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩემპიონობა მნიშვნელოვნად განაპირობა.
მართალია, "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია (31 გოლით), თუმცა მეტოქის კარის წინ ყველაზე ეფექტურად პედრი გონსალესი მოქმედებდა.
რაც შეეხება ფეხბურთელს, რომელიც თამაშში ყველაზე მეტ ხიფათს ქმნის, ხელოვნური ინტელექტი ასეთად უსმან დემბელეს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდმა სეზონი ესპანეთის სუპერთასისა და ლა ლიგის ტიტულებით დაასრულა.