ვინ შეცვლის ვალვერდეს - "ბარსელონას" ფავორიტი ცნობილია

ვინ შეცვლის ვალვერდეს - "ბარსელონას" ფავორიტი ცნობილია

 როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე პოსტს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისამდე დიდი დროა დარჩენილი, უკვე დაიწყო საუბარი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მომავალი მესაჭის ვინაობის შესახებ.

 ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანას" შეფობას მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურა ძალიან მოსწონს და მას მხარს კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუც უჭერს. ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ აღნიშნულ არჩევანს ქომაგები როგორ შეეგუებიან, რამეთუ არგენტინელ სპეციალისტს კარიერის საწყის ეტაპზე "ესპანიოლი" ჰყავდა ჩაბარებული და "ასულგრანასადმი" მწვავე განცხადებებითაც გამოირჩეოდა.

 ასევე ვიგებთ, რომ "ასულგრანას" ხელმძღვანელობა აფასებს სარეზერვო გუნდის თავკაცის, გარსია პიმიენტას მუშაობას და არაა გამორიცხული, იგი ოდესმე ძირითადი კრებულის სამწვრთნელო შტაბშიც ვიხილოთ.

  

10 თვის წინ
2632 / 1
ირაკლი ხასაია
user
nakaidze23 რატომღაც არ მეიმედება პოჩესი, მაგრამ ამ მჟავე ტიპს ნებისმიერი მირჩევნია :/// რაღა ივნისი ახლავე გაასხმევინონ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ