მბაპე 100 მილიონად - ბორდასის მოულოდნელი განცხადება

მბაპე 100 მილიონად - ბორდასის მოულოდნელი განცხადება

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ხავიერ ბორდასმა, კილიან მბაპეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მე მბაპეს მამას დავურეკე და მან მითხრა, რომ მბაპე მადრიდში არ წავიდოდა, რადგან იქ კრისტიანო, ბენზემა, ბეილი იყვნენ, ამის ნაცვლად კი კილიანს ბარსაში წასვლა შეეძლო, საიდანაც ნეიმარი წავიდა. მონაკოს პრეზიდენტს ერჩივნა, რომ მბაპე არა პსჟ-ში, არამედ ჩვენთან წამოსულიყო.

მბაპეს შეძენა 100 მილიონ ევროდ შეგვეძლო, თუმცა ამ დროს დემბელეს დამატებას ვცდილობდით", - განაცხადა ბორდასმა.

საბოლოოდ, მბაპე "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა და დღეს, მთელი მსოფლიო ტკბება ამ ვუნდერკინდის ყურებით, "ბლაუგრანამ" კი მისი დამატების შანსი ხელიდან გაუშვა.

1 კვირის წინ
4293 / 0
George
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ