

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველით, მარტინ ზუბიმენდითაა დაინტერესებული.
კვირას ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. კლუბების ხელმძღვანელობის წევრებმა შემთხვევით ისარგებლეს და ერთად ისადილეს. ბუნებრივია, შეხვედრაზე დაისვა ზუბიმენდის საკითხიც.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, თავისი ინტერესები "ჩური ურდინსაც" აღმოაჩნდა.
ბასკებმა აბდე ეზალზულით, პაბლო ტორეთი და ნიკო გონსალესით დაინტერესება გამოამჟღავნეს. სულაც არაა გამორიცხული, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფეხბურთელმა თავი "რეალ სოსიედადში" სწორედ ზუბიმენდის ტრანსფერის ფარგლებში ამოჰყოს.
24 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მაღალია, "ბარსას" კი გადასახდელი ფასის შემცირება სურს. მაშასადამე, ბარტერი აზრსმოკლებული ნამდვილად არ იქნება.
ზუბიმენდიმ მიმდინარე სეზონში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.



