იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "ატლეტიკომ" ჟოაუ ფელიქსი ლონდონის "ჩელსიში" გაანათხოვრა, თუმცა "ჩელსი" არ ყოფილა ერთადერთი კლუბი, რომელსაც "როხიბლანკო" პორტუგალიელი შემტევის შესახებ ამ დღეებში ესაუბრა.
SPORT-ის ინფორმაციით, მაშინ, როცა "ბარსელონა" და "ატლეტიკო" მემფის დეპაის ტრანსფერზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ფელიქსის საკითხიც გახლდათ დაყენებული.
ჟოაუს სეზონის ბოლოს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაბრუნება გარანტირებული აქვს, რადგან "ჩელსის" მისი გამოსყიდვის უფლება არ მიუღია. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში "ინდიელები" მის გაყიდვას ეცდებიან და სწორედ ეს წარმოადგენს "ბლაუგრანას" დაინტერესების საგანსაც.
"ბარსას" კარგი ურთიერთობა აქვს ჟოაუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს.
მენდეშმა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" შეიძლება გამოუძებნოს ფორმულა, რომელიც მათ 23 წლის შემტევის დამატების საშუალებას იძენს. ეს რომ მარტივი არ იქნება, თავიდანვე ნათელია, თუმცა "ბარსას" მაისურით თამაშის პერსპექტივა ფელიქსს ძალიან ხიბლავს.
ჟოაუ კარგად ჩაჯდება 4-3-3 განლაგებაში და კატალონიური გრანდის წინა ხაზს რობერტ ლევანდოვსკისთან და უსმან დემბელესთან ერთად დააკომპლექტებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "ჩელსის" მაისურით თავისთვის სადებიუტო მატჩში გააძევეს და იგი ახლა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. "ატლეტიკოს" რიგებში ჟოაუმ ამ სეზონში 5 გოლის გატანა მოასწრო.