მარსელო ბროზოვიჩის აგენტმა "ბარსელონას" 6 დღე მისცა, - იუწყება ჟერარ რომერო.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ზუსტად 6 დღე აქვთ, რათა ხორვატ ნახევარმცველს ოფიციალური წინადადება გაუგზავნონ. აგენტმა კატალონიურ გრანდს ფეხბურთელის დაწერილი კონტრაქტი და დარეგისტრირების გარანტიები სთხოვა.
"ინტერის" 30 წლის შუახაზელზე წერს Relevo-ს ტონი ხუანმარტიც:
"ბროზოვიჩის შეძენასთან დაკავშირებით იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ის გამორიცხული არ არის, რადგან ხორვატის პოზიცია აშკარაა: ის გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რათა "ბარსას" მეტი დრო ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, თუ "ბლაუგრანა" არ აჩქარდება, მარსელოს გაფორმებას ვერ მოახერხებს."
შეგახსენებთ, რომ ბროზოვიჩისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" ერთადერთი კონკურენტი საუდის არაბული "ალ ნასრია".
უდიდესი ალბათობით, ყველაფერი მომდევნო რამდენიმე დღეში გადაწყდება.