"რეალ ბეტისი" "ბარსელონას" 5 ფეხბურთელით ინტერესდება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი.
ანდალუსიურ კლუბში "ბლაუგრანას" ყოფილი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი მივიდა. როგორც ჩანს, მან კატალონიური გრანდიდან გაძლიერება დაისახა ერთ-ერთ მიზნად.
სევილიელთა სამიზნეებად შემდეგი მოთამაშეები მიიჩნევიან:
ალექს კოლადო - კოლადოს წასვლის შანსი ყველაზე მაღალია. არსებული გეგმის მიხედვით, ალექსი ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდება, მაგრამ "ბარსელონა" წილს მისი მომდევნო ტრანსფერიდან მიიღებს. გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
არნაუ ტენასი - პლანესი უკვე დაუკავშირდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეკარის აგენტს. არნაუს სხვა შეთავაზებებიც აქვს, "ბარსას" კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.
პაბლო ტორე - ჩავისთან და სპორტულ სექტორთან გასაუბრების შემდეგ პაბლომ გადაწყვიტა, გუნდი იჯარის წესით დატოვოს. "ბეტისთან" ერთად, დაინტერესებულნი არიან "ვილიარეალი", "რეალ სოსიედადი", "სელტა" და "ვალენსიაც". ესპანელს გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება, ამიტომ ორშაბათს პრესეზონს ისიც დაიწყებს.
ნიკო გონსალესი - ნიკოს მომავალი იმაზეა დამოკიდებული, "ბარსელონას" საბოლოო შემადგენლობას როგორი სახე ექნება. "ბარსას" წინასასეზონო შეკრებას ისიც გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ გონსალესს წასვლა მოუწევს, "ბეტისი" მისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტია, მაგრამ ნახევარმცველს მოეძევება სხვა წინადადებებიც.
აბდე ეზალზული - აბდეს "ბეტისში" განათხოვრება რთული წარმოსადგენია. ჩავის ის სჭირდება და ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ "მაესტოს" გარემარბს არ მოუყვანენ. "ბარსელონა" მაროკოელს მხოლოდ მაშინ შეელევა, თუ ძალიან სარფიან შეთავაზებას მიიღებს. ფეხბურთელის მიზანი მთავარი მწვრთნელისთვის თავის მოწონება და გუნდში დარჩენაა.