როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალმა" უკვე შეძლო "ბარსელონას" ერთი სამიზნის წაყვანა - "სამეფო კლუბმა" სტამბოლის "ფენერბახჩედან" არდა გიულერი შეიძინა.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" 18 წლის ნახევარმცველთან ძალიან ახლოს იყვნენ, სტამბოლში იმყოფებოდა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, დეკუც, თუმცა საქმეში "თეთრების" ჩართვამ არდას "ბარსაზე" უარი ათქმევინა.
"ბლაუგრანასთვის" ეს საკმაოდ მძიმედ მოსანელებელი ამბავი გახლდათ, თუმცა ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან მადრიდელებმა თვალი "ბარსას" კიდევ ერთ რჩეულს დაადგეს.
საუბარია "რეალ ვალიადოლიდის" 18 წლის ფლანგელზე, ივან ფრესნედაზე.
ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, "რეალი" უკვე დაუკავშირდა ახალგაზრდა მარჯვენა მცველის გარემოცვას.
დამატებითი ცნობები ჯერ არ ვრცელდება. რაც შეეხება "ბარსელონას", ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფრესნედას 5-წლიან კონტრაქტს უმზადებენ, ტრანსფერში კი 10 მილიონი ევროს გადახდა უნდათ.
გასულ სეზონში ივანმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა.