Relevo-ს ჟურნალისტმა მატეო მორეტომ გვამცნო, რომ ვიტორ როკეს "ბარსელონაში" ტრანსფერი შემდგარია.
ამავე ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo-ც. კატალონიური გამოცემის თანახმად, ყველაფერი დასრულებულია და ოფიციალური დასტური შეიძლება დღესვე ვიხილოთ.
შეთანხმების დეტალებზე წერს Sport-ის ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა.
წყაროს მიხედვით, "ატლეტიკო პარანაენსესთვის" გადასახდელი ფიქსირებული თანხა 35-დან 30 მილიონ ევრომდე შემცირდა, თუმცა გაზრდილია ბონუსების ოდენობა - თუ ადრე იტყობინებოდნენ, რომ შეთანხმებაში 10 მილიონი ევროს ბონუსები იყო გაწერილი, ახლა ეს რიცხვი 31 მილიონ ევროს შეადგენს.
ბონუსები დამოკიდებულია ტიტულებზე, როკეს მიერ ჩატარებულ მატჩებსა და მის მიერ ოქროს ბურთის მოგებაზეც კი.
18 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანასთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება. პირველ წელს ვიტორი 3.5 მილიონ ევროს (გადასახადების გაუთვალისწინებლად) გამოიმუშავებს.