3 წლის და 3 თვის წინ
ჩავიმ ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა
ავტორი
Aa
ჩავი ნიკო გონსალესს ესაუბრა და შეატყობინა, რომ მომდევნო სეზონში სათამაშო დროის მიღება ძალიან გაუჭირდება, - იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონა" და ფეხბურთელი მიღებულ შეთავაზებებს განიხილავენ.
20 წლის ნახევარმცველის მომდევნო კლუბის შესახებ Sport-მა დაწერა.
წყაროს თანახმად, ნიკოსთვის ბრძოლას "ვალენსია" გამოეთიშა. გონსალესის გადაბარგების საუკეთესო შანსი ახლა "პორტუს" აქვს.
არ არის გამორიცხული, "დრაკონებმა" ესპანელი ფეხბურთელი კი არ ინათხოვრონ, არამედ შეიძინონ კიდეც. ამ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" უკან გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნიკო "ვალენსიაში" იყო განათხოვრებული. მან 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი