თუ "ბარსელონა" უსმან დემბელეს დაკარგავს, ჩავი ისურვებდა, რომ გუნდში ბერნარდუ სილვა მიეყვანათ, - იუწყება Relevo.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველია, მას შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. იგი თავს მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე თანაბრად კომფორტულად გრძნობს. შესაბამისად, გარკვეულ მატჩებში ბერნარდუს უსმანის პირდაპირ ჩანაცვლებაც შეეძლება.
ვიქტორ მალოს თუ დავუჯერებთ, დემბელეს წასვლა "ბარსას" ფინანსურ ფეარ-პლეისთან მიმართებაში 16.75 მილიონ ევროს გამოუთავისუფლებს.
ფრანგი გარემარბის "პსჟ-ში" გადაბარგება რომ "ბლაუგრანას" ხელ-ფეხს გაუხსნის, ამ მოსაზრებას ადრიან სანჩესიც იზიარებს.
"თუ დემბელე წავა, "ბარსელონას" სახელფასო განაკვეთში საკმაოდ დიდი თანხა გაუთავისუფლდება. ეს კლუბს მისცემს საშუალებას, ისეთი ტრანსფერი განახორციელოს, რომლის განხორციელებაც დღეს წარმოუდგენელი ჩანს," - წერს სანჩესი.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდუ სილვამ "სიტიში" გასულ სეზონში ჩატარებულ 55 მატჩში 7 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.