7 თვის და 3 კვირის წინ
დასაფასებელი ქმედება - რა გააკეთა კანსელუმ "ბარსაში" სათამაშოდ
დასაფასებელი ქმედება - რა გააკეთა კანსელუმ "ბარსაში" სათამაშოდ

ჟორჟე მენდეში "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" ტრანსფერი განახორციელოს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, 29 წლის ფლანგელს "ბლაუგრანაში" დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი სურს, თუ ეს კიდევ ერთი საიჯარო გარიგების ფორმით მოხდება.

კატალონიურმა გამოცემამ კანსელუს მიერ 2023 წელს ჩადენილ ერთ ქმედებაზე გვამცნო.

როგორც ირკვევა, ჟოაუმ "ქალაქელთაგან" ხელფასის სახით მისაღებ 2 მილიონ ევროზე თქვა უარი, რათა "ბლაუგრანაში" გადასვლაში ფინანსურ ფეარ-პლეის არ შეეშალა ხელი. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგებაზე იგი ყოველთვის ოცნებობდა.

შეგახსენებთ, რომ კანსელუ "ბარსელონას" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს, ბოლო ცნობებით კი "სიტიზენები" 40-50 მილიონ ევროდ აფასებენ.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები