2 კვირის და 6 დღის წინ
"ბარსამ" მეკარე შეარჩია - რამ შეიძლება შეუშალოს კლუბს ხელი
"ბარსამ" მეკარე შეარჩია - რამ შეიძლება შეუშალოს კლუბს ხელი

Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა დეკუმ გუნდისთვის ახალი მეკარის ძიება უკვე დაიწყო. პორტუგალიელის პრიორიტეტული სამიზნე "პორტუს" გოლკიპერი, დიოგუ კოშტაა.

"დრაკონების" კარის დარაჯის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, თუმცა დეკუ ფიქრობს, რომ "დრაგაუს" ბინადრები დიოგუს შეიძლება უფრო იაფადაც შეელიონ.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელება კლუბისთვის მაინც არ იქნება იოლი. თანხა სულ რომ 45 მილიონ ევრომდე შემცირდეს, მისი მეკარეში გადახდა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გაუჭირდებათ.

კოშტასთვის ბრძოლაში ერთვება მიუნხენის "ბაიერნი". "რეკორდმაისტერს" მანუელ ნოიერის მემკვიდრის შეძენა უნდა, 25 წლის პორტუგალიელი კი შესაბამის კანდიდატად მიაჩნია.

დიდი ალბათობით, "ბლაუგრანა" ჯერ თავისი ფეხბურთელების გაყიდვას ეცდება, რათა დიოგუს ტრანსფერი დაიფინანსოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში კოშტამ 13 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.


Facebook კომენტარები