"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ისთვის მუშაობს, "ბარსელონას" მიერ ლონდონის "ტოტენჰემის" შვედი გარემარბით, დეიან კულუსევსკით დაინტერესებას ვარაუდობს.
"კულუსევსკი უმაღლესი დონის ფეხბურთელივით გამოიყურება. მისი ფიზიკური მონაცემები და გამძლეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. იგი ბრწყინავს მცველთან ერთი ერთზე სიტუაციებშიც.
დეიანის თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდა. იგი იმ დონეზე ასპარეზობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" და "ბარსელონას" მსგავსი კლუბების დაინტერესებას გამოიწვევს," - თქვა ნევილმა "სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ "დეზებმა" მანჩესტერელებს "ეტიჰადზე" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ მატჩში კულუსევსკიმ თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
24 წლის შვედს "სპურსთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში დეიანის მონაგარი 2 გოლი და 6 ასისტია.