"ბარსელონა" 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 1 დიდი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, - იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის შეფასებით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ეს "დიდი ტრანსფერი" ბასკური "რეალ სოსიედადის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, მარტინ ზუბიმენდი იქნება.
ზუბიმენდის დამატებით "ბლაუგრანა" გუნდში სერხიო ბუსკეტსის მემკვიდრეს მოიყვანს და ამით ჩავი ერნანდესის თხოვნასაც შეასრულებს.
რაც შეეხებათ სხვა პოზიციებს, კატალონიური გრანდი მათ თავისუფალი აგენტებით, იჯარით აყვანილი ფეხბურთელებითა და აკადემიიდან დაწინაურებული ახალგაზრდებით გააძლიერებს.
გეტყვით, რომ "ჩური ურდინის" შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ზუბიმენდიმ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის ესპანელის მონაგარი 1 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას შეადგენს.