"ერთად გავიმარჯვებთ" - რობერტომ და ბალდემ რუსებს ვიდეო ჩაუწერეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც "ბარსელონას" ფეხბურთელები - სერხი რობერტო და ალეხანდრო ბალდე რუს ხალხს მიმართავენ და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

"ვიმედოვნებ, ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ. მალე გნახავთ," - ისმის ვიდეოში.

გავრცელებულ ჩანაწერს დონეცკის "შახტარის" ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

"სანამ ჩვენი ჯარისკაცები სარეაბილიტაციო პერიოდს ბარსელონაში გადიან, "ბარსას" ფეხბურთელებმა - ალეხანდრო ბალდეს და სერხი რობერტომ ჩაწერეს ვიდეო იმ ქვეყნის გულშემატკივრებისთვის, რომელიც კლავს უკრაინელებს, ხოცავს ბავშვებს დ ანადგურებს ჩვენს ქალაქებს.

არცერთი გამარჯვება თუ ათობით ათასი გაყიდული მაისური ღირს ადამიანების სიცოცხლედ.

რობერტ ლევანდოვსკი, შენ ამ სიტუაციას ნორმალურად მიიჩნევ? როგორც  პოლონეთის, ქვეყნის, რომელიც უკრაინის დიდ დახმარებას უწევს, ნაკრების კაპიტანს, შენ ყველაზე კარგად უნდა გესმოდეს ტრაგედიის მასშტაბი და ამ ქმედების აბსურდულობა," - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ბარსელონას" ჯერ ოფიციალური განმარტება არ ჩაუწერია.


Facebook კომენტარები