ავტორი
Aa
ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ფედერიკო ვალვერდი მიიწვიეს, რომელსაც უხერხული შეკითხვა დაუსვეს.
ურუგვაელს სთხოვეს დაესახელებინა "ბარსელონას" ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი მოთამაშე ან ეჭამა რვაფეხა.
ფედემ ასეთი პასუხი გასცა:
"ბარსადან" ყველაზე კარგი რონალდ არაუხოა, თანაც ის ურუგვაელია და ვმეგობრობთ"
"რაც შეხება ყველაზე ცუდს, ამაზე პასუხი რთულია, რადგან ყველა შრომობს და იბრძვის საკუთარი ადგილისთვის, ეს უპატივცემულობა იქნება, ამიტომაც ჭამა მომიწევს", - თქვა ვალვერდემ.
Facebook კომენტარები