VIDEO: მამარდაშვილი: "ბარსასთან მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი? აი, რისი თქმა მსურს"

ავტორი
Aa

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგის მე-17 ტურში კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და მნიშვნელოვან ქულები დააკარგვინა.

მატჩში ძალიან კარგად ითამაშა ქართველმა კიპერმა, რომელსაც თამაშის შემდეგ კლუბის სოც. მედიამ ინტერვიუ ჩამოართვა:

"ამ თამაშის ყველაზე კარგი მომენტი? მთლიანად მატჩი, რადგან ასეთ გრანდთან ფრე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერები ვართ. სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგვჭირდა"

"ყველა ფეხბურთელმა ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, რადგან მარტივი არ არის „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში, როდესაც მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში წნეხში გამყოფებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის თანადგომა"

"მოხარული ვარ, თუ გუნდს ვეხმარები, მეტი არაფრის თქმა მსურს საკუთარ თავზე. „მესტალიაზე“ გამოსვლა არა მხოლოდ გუნდისთვის, პირადად ჩემთვისაც უფრო ადვილია, რადგან ხალხის მხარდაჭერა ნებისმიერ მეტოქესთან ძალიან გვეხმარება“, - განაცხადა ქართველმა.

იხილეთ ვიდეო:


Facebook კომენტარები