
ავტორი
Aa
ესპანეთის ნაკრები ხვალ ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
"ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში იქნება "ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტი, ლამინ იამალი, რომელსაც ფრანგებთან თამაში შესანიშნავად გამოსდის - შარშან მან "მამლების" 17-წლამდელთა კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო.
სხვათა შორის, ხსენებული მატჩიც ევროპის ჩემპიონატის (ცხადია, 17-წლამდელთა) ნახევარფინალის ეგიდით გაიმართა. მართალია, ლამინის გოლი წინგამყვანი იყო, მაგრამ ფრანგებმა მაინც მოიგეს (1:3).
Facebook კომენტარები