ავტორი
Aa
"ბარსელონამ" დღეს პრესეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქვედალიგელ "ოლოტს" "ბლაუგრანამ" დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა და 1:0 მოუგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველმა, პაბლო ტორემ 47-ე წუთზე შეაგდო. საგოლე გადაცემა მას 16 წლის ფორვარდმა, ტონი ფერნანდესმა გაუკეთა.
კატალონიელთა სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირი გახლდათ:
ინიაკი პენია - ალეხანდრო ბალდე, ინიგო მარტინესი, სერხი დომინგესი, ხულიან არაუხო - ალექსის ოლმედო, ორიოლ რომეუ - ნოა დარვიხი, გილე ფერნანდესი, ტონი ფერნანდესი
როგორც ხედავთ, ჰანსი ფლიკმა გუნდი 4:2:3:1 ფორმაციით ათამაშა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "ბლაუგრანა" უკვე ორლანდოში გამართავს. 31 ივლისს ფლიკის შეგირდები "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.
Facebook კომენტარები