ავტორი
Aa
ლიონელ მესის "ინტერ მაიამიმ" დღეს გამთენიისას "შარლოტთან" ფრე 1:1 ითამაშა. ფლორიდელები აგებდნენ, თუმცა 67-ე წუთზე "ლა პულგამ" ანგარიში შორეული გასროლით გაათანაბრა.
მესიმ ძალიან ლამაზი გოლი ორიგინალურად აღნიშნა. ლეომ 2023 წლის ზაფხული გაიხსენა და Marvel-ის კიდევ ერთი პერსონაჟის იმიტაცია შემოგვთავაა. ლეომ ამჯერად "რკინის კაცის" აფრენა გაიმეორა.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამი" MLS-ის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "ცინცინატის" 8 ქულით უსწრებს.
Facebook კომენტარები