VIDEO: "თავს იღბლიანად მივიჩნევ" - ლუის ენრიკე ქსანას იხსენებს

"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ Movistar+-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის, ქსანას შესახებ ისაუბრა.

"საკუთარ თავს იღბლიანად მივიჩნევ თუ უიღბლოდ? ვფიქრობ, რომ გამიმართლა. თან ძალიან. ჩემმა გოგონამ ჩვენთან 9 ლამაზი წელი გაატარა. გვაქვს მისი ათასობით მოგონება, ვიდეოები, საოცარი რაღაცები...

დედაჩემი ქსანას ფოტოებს ვერ ინახავდა, სანამ სახლში არ მივედი და ვკითხე: "დედა, რატომ არ არის აქ ქსანას ფოტოები?" 

მან მითხრა, რომ ეს არ შეეძლო, მე კი ვუპასუხე: "დედა, შენ ქსანას ფოტოები უნდა გამოიტანო; ის ცოცხალია. მართალია, არა ფიზიკური, მაგრამ სულიერი გაგებით, რადგან ყოველდღე მასზე ვლაპარაკობთ, ვიცინით და გვახსოვს. ვფიქრობ, რომ ქსანა ისევ გვხედავს. დედა, რა მენდომებოდა, როგორ ეფიქრა ქსანას, რომ ამას ვუძლებთ?"

ქსანა 2019 წელს, 9 წლის ასაკში გარდაიცვალა. 5 თვის განმავლობაში იგი ძვლის იშვიათ სიმსივნეს ებრძოდა. 


Facebook კომენტარები