VIDEO: "იცით, რომ თქვენი შვილი გენიოსია?" - მესის დედის პასუხი

ავტორი
Aa

ლიონელ მესის დედას, სელია მესის გულშემატკივარმა საინტერესო შეკითხვა დაუსვა:"ბოლომდე გესმით, რამდენად დიდი გენიოსია თქვენი ვაჟი?"

ამ ქალბატონის პასუხი კი კარგად ხსნის იმას, თუ რატომ გაზარდა მან ესოდენ თავმდაბალი შვილი:

"დიახ, მაგრამ ყველანი გენიოსები არიან. სიმართლე ისაა, რომ ეს არის დიდებული გუნდი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებს. იმედია, ღმერთი დაგვეხმარება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლეგენდამ გუშინ ნიდერლანდებთან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. იქ ლიონელ სკალონის ბიჭები ხორვატიას დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები